ლიზ ტრასი: რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების წარმატებისთვის აუცილებელია, რომ პუტინმა ჯარები გაიყვანოს
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასი რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებს სკეპტიკურად უყურებს, რადგან, მისი თქმით, შედეგის მისაღწევად აუცილებელია, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინიდან ჯარები გაიყვანოს.
ამის შესახებ Reuters წერს.
“იქამდე, ვიდრე პუტინი უკრაინაში ომს აწარმოებს, სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართ სკეპტიკურად ვარ განწყობილი. მან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი უნდა აამოქმედოს და ჯარები გაიყვანოს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები სერიოზულად იქნეს აღქმული”, – თქვა ტრასმა.
მისი თქმით, “თუ ჩვენ არ გავაკეთებ ისე, რომ პუტინმა უკრაინაში ომი წააგოს, დიდი შანსია, რომ ის შორს წასვლასაც მოინდომებს. ის ნებისმიერ ფასად უნდა შევაჩეროთ. პუტინის შეჩერება აუცილებელია, ის იმ რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, რომელსაც მსოფლიო აწყდება”.
კითხვაზე, თუ რას გულისხმობს დიპლომატი სიტყვების „ნებისმიერ ფასად“ მიღმა, ტრასი განმარტავს, რომ „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა რუსეთის რეჟიმის წინააღმდეგ უმკაცრესი სანქციები იყოს ამოქმედებული. ამჟამად, უკრაინაში ჰაერსაწინააღმდეგო იარაღს ვაგზავნით იმიტომ, რომ არ გვსურს, კონფლიქტი კიდევ უფრო შორს წავიდეს. ამიტომ, ამჟამად ძალიან მკაცრები უნდა ვიყოთ”.
დიპლომატის თქმით, ამ მიმართულებით აუცილებელია იმ ქვეყნებთანაც მუშაობა, რომლებთანაც დასავლეთს სხვა საკითხებში სერიოზული უთანხმოება აქვს.