გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭომ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა

გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც განხილული იყო სამომავლო თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, ქალების გაძლიერება ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში.

საბჭოს თავმჯდომარის, ნინო წილოსანის განცხადებით, ქალების ჩართულობა ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში ახალი პრიორიტეტია, რომლის ვალდებულებებსაც საქართველო თანასწორობის ფორუმის ფარგლებში პარიზის კონფერენციაზე შეუერთდა. „ამ კუთხით პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს გარკვეული ვალდებულებები აქვს აღებული და შესაბამისად, ყველა დონორი თუ ორგანიზაცია, რომელიც აღნიშნული მიმართულებით მუშაობს, რა თქმა უნდა, კოორდინირებულია ჩვენს საბჭოსთან. USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლების განსაკუთრებული პრიორიტეტია ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში ქალების გაძლიერება.

ვისაუბრეთ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, რომელზეც შეიძლება მომავალში ვითანამშრომლოთ, მათ შორის, რეგიონების მიმართულებით, ასევე სამოქმედო კუთხით სხვადასხვა აქტივობებში მათ ჩართულობაზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით ყველა ორგანიზაციის ან დონორის მხრიდან საბჭოსთან ამგვარი თანამშრომლობის სურვილს”, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები