ირაკლი ქადაგიშვილი: როცა 2008 წელს პრეზიდენტები საქართველოში ჩამოვიდნენ, უსაფრთხოების ზომები გარანტირებული იყო, ახლა კიევი საბრძოლო მოქმედების ზონაა

სამხედრო მოქმედებების ადგილზე ვიზიტს უსაფრთხოების ნორმების დაცვა სჭირდება. რა ვითარება იქნება კიევში და იქ ჩასვლა შესაძლებელია თუ არა, ალბათ, ეს ცალკე განხილვის საგანი იქნება. ახლა კიევი საბრძოლო მოქმედების ზონაა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„სამხედრო მოქმედებების ადგილზე ვიზიტს უსაფრთხოების ნორმების დაცვა სჭირდება. ალბათ, ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი ეს საკითხი იქნება. უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოცხადებული გვაქვს. ეს სოლიდარობა ევროსაბჭოში დამტკიცდა, როდესაც საქართველოს დელეგაციამ ევროპის საბჭოდან რუსეთის ფედერაციის გარიცხვას მხარი დაუჭირა. კონკრეტულად კიევში რა ვითარება იქნება და იქ ჩასვლა შესაძლებელია თუ არა, ეს, ალბათ, ცალკე განხილვის საგანი იქნება. პირველ ყოვლისა, უსაფრთხოების საკითხს დავაყენებდი, რადგან როცა 2008 წელს პრეზიდენტები საქართველოში ჩამოვიდნენ, მაშინ ცეცხლი შეწყვეტილი და უსაფრთხოების ზომები გარანტირებული იყო. ახლა კიევში ცეცხლის შეწყვეტას ადგილი არ აქვს, სამშვიდობო კორიდორის გახსნა ლოკალურად ხდება. კიევი საბრძოლი მოქმედების ზონაა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ კიევში პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერები ჩავიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები