რამდენად საშიშია ახალი „დელტამიკრონ” შტამი – თენგიზ ცერცვაძის განმარტება

არ არსებობს არავითარი საფუძველი პანიკის და იმის, რომ მსოფლიოსა და საქართველოშიც დაიწყოს ახალი ტალღა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსის ახალ „დელტამიკრონ” შტამზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით,  „დელტამიკრონი” „დელტასა“ და „ომიკრონის“ ჰიბრიდია, ვინაიდან მათი თვისებებით ხასიათდება. თუმცა, ცერცვაძის განცხადებით, პანიკისა და შიშის საფუძველი არ არსებობს, რადგან მსოფლიოს მასშტაბით ახალი შტამის მცირე რაოდენობაა დადასტურებული.

„ბოლო დღეებში ამერიკისა და ევროპის ქვეყნებში დაფიქსირებულია ახალი შტამი,  “დელტამიკრონი”, მაგრამ ჯერჯერობით დაფიქსირებულია მხოლოდ 17 დადასტურებული შემთხვევა და ისიც – ამერიკასა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში. რაიმე ცნობა ამ შტამით ინფიცირების მატებაზე არ არის, შესაბამისად, არ არსებობს არავითარი საფუძველი პანიკის და იმის, რომ მსოფლიოსა და საქართველოშიც დაიწყოს ახალი ტალღა. მოსახლეობა უნდა იყოს მშვიდად, მაგრამ ფხიზლად. დავიცვათ სიფრთხილის ის მინიმალური ზომები და რეგულაციები, რომელიც დარჩენილია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები