ვახტანგ მეგრელიშვილი – „საფრთხე, რომელიც ახლა გვემუქრება, არის ის დაპირისპირება, რომელიც საშუალებას არ გვაძლევს, მთავარ თემებზე ვისაუბროთ”

პოლიტიკური ჯგუფის, „გირჩის” წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ ამომრჩევლის სურვილია პოლარიზაციის დასრულება და არა ის დაპირისპირება, რაც პოლიტიკურ პარტიებს მთავარ თემებზე საუბრის საშუალებას არ აძლევს.

„გუშინ ამ დარბაზში იყო პრეზიდენტი და მთავარი სათქმელი იყო, რომ საფრთხე, რომელიც ახლა ჩვენ გვემუქრება, არის ეს დაპირისპირება, რომელიც საშუალებას არ გვაძლევს, მთავარ თემებზე ვისაუბროთ. იმის ნაცვლად, რომ ამ შეგონებისთვის მოგვესმინა, დღეს როცა წავიკითხე „ქართული ოცნების” განცხადება, მართლა რაღაცნაირად ხელები ჩამომივარდა. მართლა პესიმისტურ განწყობაზე ვარ! რა პოზიცია და ოპოზიციის დიალოგზე შეიძლება, იყოს საუბარი მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება” თავის მხარდაჭერილ, არჩეულ პრეზიდენტს, საკონსტიტუციო სასამართლოში აპირებს უჩივლოს. გამოსავალი რა შეიძლება იყოს. ვფიქრობ, ამომრჩეველს აქვს დიდი სურვილი, რომ გაიგოს პასუხები იმ კითხვებზე, რომელიც ნიშნავს პოლარიზაციის დაასრულებს.

ვიცით, რას ვეუბნებით ჩვენს ამომრჩეველს? „ქართული ოცნება” თავის ამომრჩეველს რას ეუბნება და „ნაციონალური მოძრაობა” თავის ამომრჩეველს რას ეუბნება, მე ვიცი, ვერცერთი ვერაფერს ვერ ეუბნებით, ამიტომ ორივესთვის ძალიან დიდი პრობლემაა. ასევე შესაძლებლობებზე და ევროკავშირზე, რომ ვსაუბრობთ, ნუთუ მართლა გვჯერა, რომ დღევანდელ დღის წესრიგში, რომ კანონპროეტებია ჩამოწერილი და გავდივართ ისეთი სიჩქარით, რომ ამ დარბაზში მსხდომმა უმრავლესობამ შინაარსი არ იცის და შეუძლებელია იცოდეს. რეალურად, თქვენი კი არა, თქვენი ამომრჩევლის იმედი მაქვს, რომ ორივენი საოცარ არასწორ რაღაცას აკეთებთ და ბოლო-ბოლო ყურადღებას ჩვენ მოგვაქცევს”, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები