საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში, ვანის მუნიციპალიტეტში, თბილისის დროით 16:25 საათზე, 4.7 ML მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

“დღეს, თბილისის დროით 16:25 საათზე, ვანთან, მოხდა 4.7 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელი სულორიდან 11 კმ-ის დაშორებით, 5 კმ-ის სიღრმეზე მდებარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები