ნიკოლოზ სამხარაძე: ელჩის გაწვევა ჩვენთვის თავიდანვე გაუგებარი იყო, ასევე, გაუგებარია ინფორმაცია, რომ 2 კვირის განმავლობაში ელჩი, თურმე, საქართველოში იმყოფებოდა

ჩვენთვის თავიდანვე გაუგებარი იყო უკრაინის გადაწყვეტილება ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით, ასევე, გაუგებარია ინფორმაცია, რომ, თურმე, ელჩი 2 კვირის განმავლობაში საქართველოში იმყოფებოდა, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

იგი იმედოვნებს, რომ ელჩი მალე ისევ შეუდგება თავის მოვალეობების შესრულებას.

“ჩვენთვის თავიდანვე გაუგებარი იყო უკრაინის გადაწყვეტილება ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით, ასევე, გაუგებარია ის ინფორმაცია, რომ ელჩი 2 კვირის განმავლობაში, თურმე, საქართველოში იმყოფებოდა და არ ყოფილა წასული უკრაინაში. იმედი მაქვს, უკრაინის ხელისუფლება ძალიან მალე გააკეთებს განცხადებას, რომ ელჩი ისევ შეუდგება თავის მოვალეობების შესრულებას და ამ ერთგვარ უსიამოვნო საკითხს საბოლოოდ ამოვწურავთ”, – განაცხადა სამხარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები