ალექსანდრე მოწერელია: მინდა, მოვუწოდო ჩემს კოლეგებს, გავერთიანდეთ, დავსახოთ კონკრეტული სამოქმედო გეგმა რას ვაკეთებთ, რას ვაპირებთ, რა არის ჩვენი ნაბიჯები
„მინდა, შევეხო საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელ გამოსვლას და გავიზიარო მისი მოწოდებები. მინდა, ჩემს კოლეგებს მოგიწოდოთ, როგორც ამ დარბაზში მსხდომთ, ისე გარეთ მყოფ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, რომ დღეს ჩვენ გვაქვს ისტორიული მომენტი, როდესაც უნდა დავასრულოთ ქიშპობა და ზეპარტიულ საკითხზე უნდა გავერთიანდეთ”, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ალექსანდრე მოწერელიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„მინდა, მოვუწოდო ჩემს კოლეგებს, გავერთიანდეთ, დავსახოთ კონკრეტული სამოქმედო გეგმა რას ვაკეთებთ, რას ვაპირებთ, რა არის ჩვენი ნაბიჯები. ჩვენი ურთიერთობა ჩვენს ერთან, ჩვენს მოსახლეობასთან უნდა იყოს გამჭვირვალე. სხვანაირად დამერწმუნეთ, ჩვენი ერი ჩვენ ყველას გაგვიშვებს პოლიტიკურ მოუსავლეთში. ნუ დავუკარგავთ შანსს ჩვენს მომავალ თაობას, ჩვენს ქვეყანას. ჩვენ დღეს აუცილებლად ყველანი უნდა ვიყოთ ერთიანი.
მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, გამოაცხადოს მორატორიუმი სიძულვილის ენაზე. დავსხდეთ და ერთ ზეპარტიულ საკითხზე, საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტზე შევთანხმდეთ და ვიმუშაოთ საგნობრივად”, – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.