იაგო ხვიჩია: ევროკავშირში ვაბარებთ განცხადებას, როდესაც მმართველ პარტიას ლაპარაკი არათუ ოპოზიციასთან, არამედ საკუთარ პრეზიდენტთან არ უნდა

„ჩვენ ევროკავშირში ვაბარებთ განცხადებას, როდესაც მმართველ პარტიას ლაპარაკი არათუ ოპოზიციასთან, არამედ საკუთარ პრეზიდენტთან არ უნდა”, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველობის არსებული სტილის ფონზე ქვეყანას პერსპექტივა არ აქვს.

„ჩვენ ევროკავშირში ვაბარებთ განცხადებას, როდესაც მმართველ პარტიას ლაპარაკი არათუ ოპოზიციასთან, არამედ საკუთარ პრეზიდენტთან არ უნდა. სადაც ის ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა უჩივლოს პრეზიდენტს და არა გაარკვიოს ის გულისტკივილი, რაც გვაქვს. ჩემი აზრით, ეს მმართველობის სტილია მთავარი ხელშემშლელი ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე. მგონია, რომ, სამწუხაროდ, ჩვენი პერსპექტივაც ნაკლებია, ვიდრე ამ მმართველობის სტილზე, ზოგადად, ულაპარაკობაზე, მბრძანებლობაზეა საუბარი ლაპარაკის ნაცვლად, საუბრისა და დისკუსიის ადგილის არდატოვებაზე. ვიდრე ჩვენ ამ პრინციპით ვიქნებით მოწყობილი, ევროპას ყოველთვის ექნება მორალური უფლება, უარი გვითხრას. ეს უნდა გამოვასწოროთ, თუ ევროპული ოჯახის წევრობა სერიოზულად გვინდა”, – განაცხადა ხვიჩიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები