სოზარ სუბარი: როდესაც პრეზიდენტი ამბობს, ოპოზიცია ქვეყნისთვის ძირგამომთხრელი საქმიანობით არის დაკავებული, თან მოგვიწოდებს ერთობაზე, ჩვენთვის გაუგებარი და მიუღებელია, ძნელია, მოისმინო დიდაქტიკური რჩევები მაშინ, როცა პრეზიდენტი იგნორირებას უკეთებს კონსტიტუციას

,,ჩვენ პრეზიდენტისგან ველოდებით, რომ მინიმუმ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო და ძირგამომთხრელ საქმიანობებს მკაფიოდ დაარქვას სახელი და არა ის, რომ ასეთი ფსევდოშუაშისტური პოზიცია დაიკავოს და დიდაქტიკური მოტივები წაგვიკითხოს იმაზე, რომ ერთობა კარგია”, – ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

როგორც სოზარ სუბარმა განმარტა, ძნელია, მოისმინო ეს რჩევა პრეზიდენტისგან, რომელიც იგნორირებას უკეთებს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტს – კონსტიტუციას.

,,როდესაც პრეზიდენტი ამბობს, ოპოზიცია ქვეყნისთვის ძირგამომთხრელი საქმიანობით არის დაკავებული და თან მოგვიწოდებს ამ ოპოზიციასთან ერთობაზე – ეს ჩვენთვის გაუგებარიც არის და მიუღებელიც. მით უმეტეს, გაუგებარი და მიუღებელია, როდესაც მოგვიწოდებს პრეზიდენტი, რომ შევქმნათ ახალი ინსტიტუტი ევროპასთან ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა და აპარატიც და მინისტრიც ჩავაბაროთ იმ ოპოზიციას, რომელიც ქვეყნისთვის ძირგამომთხრელი საქმიანობთ არის დაკავებული. ერთობა ვერ იქნება იმ ძალასთან, რომელიც ქვეყნის ინტერესების ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა და, მით უმეტეს, პრეზიდენტისგან ძალიან ძნელია, მოისმინო დიდაქტიკური რჩევები მაშინ, როცა პირდაპირ ვიტყვი პრეზიდენტი, რომელიც არის ერთი-ერთი ყველაზე მაღალი კონსტიტუციური თანამდებობების პირი, იგნორირებას უკეთებს იმ კონსტიტუციას, რომელიც არის ქვეყნის უპირველესი დოკუმენტი და, პირველ ყოვლისა, სწორედ პრეზიდენტის მოვალეობაა, რომ დაიცვას კონსტიტუცია და ამის შემდეგ გველაპარაკოს, სად შეიძლება და ვისთან შეიძლება ერთობა”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები