გიორგი ბოტკოველი: ფაქტებით და ქმედებებით დასტურდება, თუ როგორი მზაობა აქვს ხელისუფლებას, თუნდაც, ეროვნულ საკითხებზე იყოს თანხმობა

„ქართულმა ოცნებამ,, არაერთხელ გამოთქვა, რომ კონკრეტულ საკითხებზე შემდგარიყო თანხმობა და რეალურად გვემოქმედა როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას, რაც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეხებოდა, მაგრამ მეორე მხრივ ვხედავთ სულ სხვა რამეს. ფაქტებით და ქმედებებით დასტურდება, თუ როგორი მზაობა აქვს ხელისუფლებას, თუნდაც, ეროვნულ საკითხებზე იყოს თანხმობა და რეალურად ვაკეთოთ ეროვნული საქმე ერთად”, – განაცხადა ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბოტკოველმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, წუხელ გვიან ღამით ორგანიზებულმა ჯგუფმა „ნაციონალური მოძრაობის” საგარეჯოს ოფისი დაარბია. „ჩვენ ვხედავთ წარწერებს და ქმედებებს და ამას პირდაპირ შეიძლება ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედება დაერქვას. ის განცხადებები, რომლების „ქართული ოცნების” სხვადასხვა ლიდერის მხრიდან კეთდებოდა, თითქოს, „ნაციონალური მოძრაობა” ქვეყანაში წარმოადგენს „მეხუთე კოლონას” და შემდგომ უკვე დამზადებული სტენსილებით „მე კოლონა” აღმოჩნდა „ნაციონალური მოძრაობის” ოფისებზე.

ყველაფერი დასტურდება ფაქტებით და ქმედებებით, თუ როგორი მზაობა აქვს ხელისუფლებას თუნდაც ეროვნულ საკითხებზე იყოს თანხმობა. რაც ყველაზე მთავარია, ამას ფონად მისდევს თქვენი ხელშეწყობით ორგანიზებულად გახსნილი, კონსერვატიული პარტიის ნიღაბში ასხმული „ალტ-ინფოს” ოფისები, სადაც პირდაპირ დასტურდება, რომ ამ ყველაფერში ჩართული არის ხელისუფლება იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ოფისი, რომლებიც ალტ-ინფოს მიერ არის გახსნილი, არის მუნიციპალური საკუთრება და პირდაპირ ხელშეკრულებებია გაფორმებული მუნიციპალიტეტსა და ალტ-ინფოს წარმომადგენლებს შორის. ეს ყველაფერი ადასტურებს თუ ვინ წარმოადგენს რეალურად მეხუთე კოლონას ამ ქვეყანაში და ვინ ატარებს რუსულ ინტერესებს”, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები