მამუკა მდინარაძე: როგორც ჩემთვის ცნობილია, უკრაინის ელჩს საქართველოს ტერიტორია არცერთი წუთით არ დაუტოვებია

როგორც ჩემთვის ცნობილია, უკრაინის ელჩს საქართველოს ტერიტორია არცერთი წუთით არ დაუტოვებია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ინფორმაცია 100%-იანი არ არის და გადასამოწმებელია.

“როგორც ჩემთვის ცნობილია, უკრაინის ელჩს საქართველოს ტერიტორია არცერთი წუთით არ დაუტოვებია. თუმცა, ეს გადასამოწმებელი ინფორმაციაა. ძალიან უცნაურია ეს, დანარჩენ კომენტარს ამ თემაზე არ გავაკეთებთ, რადგან ამაზეც იტყვიან რა დროს ამაზე კრიტიკის დროაო”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი 1-ელ მარტს გაიწვია. გუშინ ღამით ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ელჩი საქართველოში ჩამოვიდა. იგორ დოლგოვი დღეს, 15:00 საათზე მედიისთვის განცხადებას გააკეთებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები