ფრიდონ ინჯია: შეიქმნას ანტიკრიზისული საბჭო, რომელიც განიხილავს იმ საკითხებს, რაც სასიცოცხლო მნიშვნელობის იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის

????????????????????????????????????

„საქართველოში იყო შექმნილი სპეციალური საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობდა პრემიერმინისტრი და სადაც სხვადასხვა უწყება იყო გაერთიანებული. მიმაჩნია, რომ საკმაოდ ეფექტურად მუშაობდა აღნიშნული საბჭო იმ საკითხების გადაწყვეტაში, რაც აქტუალური იყო კოვიდთან მიმართებით. იქიდან გამომდინარე, რა მდგომარეობაც არის მსოფლიოში, შეიძლება საჭირო იყოს, რომ შეიქმნას ანტიკრიზისული საბჭო, რომელიც განიხილავს იმ საკითხებს, რაც სასიცოცხლო მნიშვნელობის იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის”, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების” წევრმა, ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატის თქმით, მნიშვნელოვანია, სახელმწიფო დაეხმაროს საქართველოს მოსახლეობას სოფლის მეურნეობის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით. „გლეხებს, რომლებსაც გააჩნიათ 1 – დან 3 ჰექტარამდე მიწა, სახელმწიფომ განიხილოს, რამდენად შესაძლებელი იქნება მინი ტრაქტორებით და მასთან ერთად, საწვავით დახმარება, რომ საშემოდგომოდ მზად ვიყოთ. ასევე, მინერალური სასუქი, რომელიც საქართველოში გამოდის, რომ იყოს აღრიცხვაზე, იმისათვის, რომ არ გაიტანონ საზღვარგარეთ, სანამ არ დაკმაყოფილდება საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნები”, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

„ევროპელი სოციალისტების” წევრმა, ფრიდონ ინჯიამ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის მინისტრის პარლამენტში მოწვევის სურვილი გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები