ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა იურიდიული დახმარების სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელზეც „იურიდიული დახმარების შესახებ საქართველოს კანონში” შესატანი ცვლილების შესახებ იმსჯელეს.

კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, იურიდიული დახმარების სამსახურს აქვს ინიციატივები, მათ შორის, აუდიტის სამსახურის მიერ უკანასკნელ პერიოდში ჩატარებული ფუნქციური ანალიზის საფუძველზე მომზადებული.

„დღეს შევიკრიბეთ რამდენიმე უწყების წარმომადგენელთან ერთად და გვქონდა დისკუსია იურიდიული დახმარების სამსახურის ინიციატივასთან დაკავშირებით იმისთვის, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის ეფექტიანობა და სერვისებზე წვდომის ხარისხი გაიზარდოს”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები