პაატა მანჯგალაძე: ვფიქრობ, ზელენსკი საქართველოს მოსახლეობის სურვილს გაითვალისწინებს და ელჩს კონსულტაციებიდან დააბრუნებს
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, პაატა მანჯგალაძე იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს მოსახლეობის სურვილს გაითვალისწინებს და ელჩს დააბრუნებს.
„ვფიქრობ, პრეზიდენტი ზელენსკი, პირველ ყოვლისა, საქართველოს მოსახლეობის სურვილს გაითვალისწინებს, გაითვალისწინებს ასევე იმას, რომ საქართველო ერთიანია უკრაინასთან დაკავშირებით. ჩვენი მრავალსაუკუნოვანი მეგობრობიდან და იქიდან გამომდინარე, რომ ორივე ქვეყანას ძალიან სჭირდება ერთმანეთი, პრეზიდენტი ზელენსკი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ელჩი კონსულტაციებიდან დააბრუნოს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი 1-ელ მარტს გაიწვია. გუშინ ღამით ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ელჩი საქართველოში ჩამოვიდა. იგორ დოლგოვი დღეს 15:00 საათზე მედიისთვის განცხადებას გააკეთებს.