კელი დეგნანი: პრეზიდენტს ძალიან მკაფიო და ძლიერი გზავნილი ჰქონდა, რადგან ხაზი გაუსვა ერთიანობის მნიშვნელობას

საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი საქართველოს პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის წლიური მოხსენებით წარდგენას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტს ძალიან მკაფიო და ძლიერი გზავნილი ჰქონდა.

“პრეზიდენტს შესანიშნავი გამოსვლა ჰქონდა, რადგან ხაზი გაუსვა ერთიანობის მნიშვნელობას. საქართველოს ხელისუფლებაში ერთიანობას, ოპოზიციისა და მმართველი პარტიის ერთიანობას, ქართველი ხალხის ერთიანობას, რომელმაც ასეთი თბილი და გულუხვი მხარდაჭერა გამოხატა უკრაინელი ხალხის მიმართ”, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა ასევე მიმართული იყო რეგიონში სტაბილურობისკენ.

“მისი სიტყვა ასევე მიმართული იყო რეგიონში სტაბილურობისკენ, რომელიც კომპრომისით, დიალოგით, ერთმანეთის მოსმენით და თანამშრომლობით მიიღწევა. მან ძალიან სწორად თქვა – ძალა ერთობაშია“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს წლიური მოხსენებით გუშინ მიმართა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები