საქართველოში კორონავირუსის 1 716 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 551 პაციენტი

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 1 716 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში 1 551 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 16 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 637 691 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 590 380, გარდაიცვალა 16 585 პაციენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები