ირაკლი ქადაგიშვილი: ვფიქრობ, რაღაც პერიოდში უკრაინის ელჩი თავისი ოფიციალური უფლებამოსილებების შესრულებას დაუბრუნდება
ვფიქრობ, რაღაც პერიოდში უკრაინის ელჩი კვლავ თავის ოფიციალურ უფლებამოსილებების შესრულებას დაუბრუნდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით საკითხი საბოლოოდ მილევადია.
„ვფიქრობ, რაღაც პერიოდში ეს დიპლომატიური გაურკვევლობა დასრულდება და უკრაინის ელჩი კვლავ თავის ოფიციალური უფლებამოსილებების შესრულებას დაუბრუნდება”, – აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.
შეგახსენებთ, ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი 1-ელ მარტს გაიწვია. გუშინ ღამით ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ელჩი საქართველოში ჩამოვიდა. იგორ დოლგოვი დღეს, 15:00 საათზე მედიისთვის განცხადებას გააკეთებს.