გია გაბრიჭიძე რატი ამაღლობელზე: არ დამიწყოთ ახლა უი, რატი შესანიშნავი პოეტიაო – პოეტი იყო ბარათაშვილი, ესენი კი შარლატანები არიან

“მიკვირს, რატომ არ ატარებს კულტურის სამინისტრო უბრალო მონიტორინგს, ან კვლევას საქართველოში რამდენ ადამიანს აქვს წაკითხული ამ ე.წ. მწერლების და პოეტების “ნაწარმოებები” (ოღონდ ისეთ ორგანიზაციას დაავალონ, რომ იქაც დავით ბაქრაძის მკითხველებმა აჯობონ სხვებს )” – ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე რატი ამაღლობელის განცხადებას.

როგორც გაბრიჭიძე წერს, უნდა დასრულდეს უნიტაზის ხელოვანების ბოგინი.

,,რატი ამაღლობელი – რასაც რუსული ავიაცია და არტილერია შვება მარიუპოლში, ხარკოვში და სხვა უკრაინულ ქალაქებში – დაახლოებით იგივეს შვება წულუკიანი ქართულ კულტურაში – ქვას ქვაზე არ ტოვებს.

მიკვირს რატომ არ ატარებს კულტურის სამინისტრო უბრალო მონიტორინგს, ან კვლევას საქართველოში რამდენ ადამიანს აქვს წაკითხული ამ ე.წ. მწერლების და პოეტების “ნაწარმოებები” (ოღონდ ისეთ ორგანიზაციას დაავალონ, რომ იქაც დავით ბაქრაძის მკითხველებმა აჯობონ სხვებს ).
არ დამიწყოთ ახლა უი, რატი შესანიშნავი პოეტიაო. პოეტი იყო ბარათაშვილი. ესენი კი შარლატანები არიან. დაამთავრეთ ამ უნიტაზის ხელოვანების ბოგინი.
დაამთავრეთ, თორემ კულტურა დაკარგული ხალხი პირველ რიგში ხელისუფლებას მიადგება.
თუ ჩემი არ გჯერათ, დაგუგლეთ 1917 წლის 7 ნოემბერი,”  – წერს გაბრიჭიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები