სალომე ზურაბიშვილი: ეს უაზრო ომი უნდა დასრულდეს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და წერს, რომ ეს უაზრო ომი უნდა დასრულდეს.
„გუშინ უკრაინაში ამერიკელი ჟურნალისტი ძალადობრივად მოკლეს. მსოფლიო შეესწრო უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას, მერების გატაცებას, ჟურნალისტებზე ძალადობრივ თავდასხმებს. ეს უაზრო ომი უნდა დასრულდეს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე.
Yesterday, an American journalist was violently murdered in Ukraine.
The world has witnessed the destruction of civilian infrastructure in Ukraine, the kidnapping of mayors, violent attacks against journalists.
This senseless war must end.#BrentRenaud
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) March 14, 2022