ლევან იოსელიანი: ზურაბიშვილს ძალიან დიდი გამოცდილება და ძალიან მნიშვნელოვანი კონტაქტები აქვს, მისი რესურსი ქვეყნის მიერ აუცილებლად გამოსაყენებელია

თუ ვინმეს ამ ქვეყანაში აქვს რესურსი, რომ საქართველოს გზავნილი მიიტანოს იქ, სადაც იხსნება საქართველოსთვის თანამედროვე და ცივილიზებული სამყაროს კარი, ეს ყველამ უნდა გააკეთოს. რა თქმა უნდა, საქართველოს პრეზიდენტს აქვს ამის რესურსი და მას ხელი კი არ უნდა შეუშალო, ყველანაირად ხელი უნდა შეუწყო, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს ძალიან დიდი გამოცდილება და ძალიან მნიშვნელოვანი კონტაქტები აქვს, რომელიც ქვეყნის სასარგებლოდ უნდა იქნას გამოყენებული.

“ყველას უნდა გვესმოდეს, რომ სალომე ზურაბიშვილს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება და ძალიან მნიშვნელოვანი კონტაქტები, მისი რესურსი დღევანდელ კრიზისში ქვეყნის მიერ აუცილებლად გამოსაყენებელია. თუ ვინმეს ამ ქვეყანაში აქვს რესურსი, რომ საქართველოს გზავნილი მიიტანოს იქ, სადაც იხსნება საქართველოსთვის თანამედროვე და ცივილიზებული სამყაროს კარი, ეს ყველამ უნდა გააკეთოს. რა თქმა უნდა, საქართველოს პრეზიდენტს აქვს ამის რესურსი და მას ხელი კი არ უნდა შეუშალო, ყველანაირად ხელი უნდა შეუწყო, რომ ამ ფონზე თავისი შესაძლებლობები მაქსიმალურად დახარჯოს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები