ხავიერ კოლომინა: ნატო არ აღიარებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში გამართული არჩევნების ლეგიტიმურობას

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ალიანსი მის ლეგიტიმურობას არ აღიარებს.

“ნატო არ აღიარებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში შაბათს გამართული არჩევნების ლეგიტიმურობას. ალიანსი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – წერს ხავიერ კოლომინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები