აზერბაიჯანის საგარეო უწყება: არ ვაღიარებთ საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ „საპარლამენტო არჩევნებსა“ და მის შედეგებს
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2022 წლის 12 მარტს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ „საპარლამენტო არჩევნებსა“ და მის შედეგებს არ აღიარებს. შესაბამისი განცხადება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას.
„აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და არ აღიარებს 2022 წლის 12 მარტს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ “საპარლამენტო არჩევნებსა” და მის შედეგებს.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო მნიშვნელოვნად მიიჩნევს მოლაპარაკებების გაგრძელებას აფხაზეთის საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო სამართლის ნორმების და პრინციპების დაცვით“, – აღნიშნულია განცხადებაში.