“ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

“ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის თქმით, დღევანდელ სხდომაზე ყველა მიმდინარე საკითხი განიხილება.

“დღეს “ქართული ოცნების” პოლიტიკური გუნდის უმრავლესობის სხდომაა, ყველა მნიშვნელოვან თემას განვიხილავთ, მათ შორის მომავალ კვირას დაგეგმილ სხდომასთან დაკავშირებით საუბარი გვექნება. რეალურად, კონკრეტული დღის წესრიგი ჩამოყალიბებული არ გვაქვს, წარმოიშვება სხვა საკითხებიც და სხდომის შემდეგ შესაბამის კომენტარებს გავაკეთებთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასაუბრო თემა იქნება პრეზიდენტის პარლამენტში მოსვლა, ჩვენი პოზიციის ჩამოყალიბება ყველა მიმდინარე საკითხზე”,-აცხადებს ვოლსკი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები