ლევან დავითაშვილი: საქართველოში დეფიციტი არ შეიქმნება – პროდუქტი, რომელიც უკრაინიდან ვერ შემოვა, სხვა ქვეყნებიდან ჩანაცვლდება

“საქართველოში პროდუქტის დეფიციტი არ შეიქმნება. ყველა პროდუქტი, რომელიც უკრაინიდან ვერ შემოვა, ჩანაცვლებადია სხვა ქვეყნებით”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

„ხორბალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასურსათო უსაფრთხოების პროდუქტია და ჩვენ გარკვეული მარაგი ყოველთვის უნდა გვქონდეს. ქვეყანას მუდმივად აქვს მინიმუმ 2 თვის მარაგი. საქართველოს ადგილმდებარეობა იმგვარია, რომ ჩვენ ძალიან ბევრ ალტერნატიული მომარაგების წყაროსთან გვაქვს წვდომა. საქართველო ყოველთვის მარაგდებოდა რუსეთთან ერთად რამდენიმე ქვეყნიდან: უკრაინა და ყაზახეთი. თუ არ იქნება რუსული ხორბალი, დღეისათვის ყაზახეთი არის უპირობო ალტერნატივა. ასევე, საქართველო პერიოდულად იღებს ამერიკულ ხორბალს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები