კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 532, იმერეთში – 201, კახეთში – 108

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 13 522 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 243 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 064 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.19%. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოში გამოვლენილი კოვიდინფიცირების 1243 ახალი  შემთხვევიდან, ყველაზე მეტი თბილისში, იმერეთსა და კახეთში გამოვლინდა.

“Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 522 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 877 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 645 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 243 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 634 686-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.19%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 16.14% ხოლო 7 დღის მანძილზე – 13.48%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 064 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 584 440-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 530 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 243 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 532 შემთხვევა, აჭარა – 48, იმერეთი – 201, ქვემო ქართლი – 34, შიდა ქართლი – 85, გურია – 78, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 79, კახეთი – 108, მცხეთა-მთიანეთი – 27, სამცხე-ჯავახეთი – 30, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 21.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 33 690 საიდანაც, 1 503 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 651, აჭარაში – 112, იმერეთში – 297. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 417 პირი, მათ შორის, თბილისში – 188, აჭარაში – 56, იმერეთში – 84. 32 187 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე”, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები