სოხუმში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდამჭერი მასშტაბური აქცია მიმდინარეობს

სოხუმში, “დინამოს” სტადიონზე რუსეთის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, რომელიც 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა.

შეკრებილებს პლაკატები უჭირავთ წარწერით: “რუსეთის მხარეს ვართ! მშვიდობის მხარეს!”, “რუსეთო, ჩვენ შენთან ვართ”.

შეკრებილებს დე ფაქტო ლიდერმა, ასლან ბჟანიამ მიმართა და თქვა, რომ მოსკოვის მიერ “სამხედრო სპეცოპერაციის ფარგლებში გატარებული ღონისძიებები მიზნად ისახავს სტრატეგიული საფრთხეების აღმოფხვრას, როგორც თავად რუსეთისთვის, ასევე, მისი რეალური მეგობრებისთვის, მათ შორის, აფხაზეთისთვის”.

მისი თქმით, “რუსეთი იყო ქვეყანა, რომელმაც 2008 წელს სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებზე სიმართლეს ამბობდა. აფხაზეთი არასოდეს დაივიწყებს იმ დღეს, როდესაც რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის აღიარება გამოაცხადა”.

ბჟანიამ მადლობა გადაუხადა თანამოქალაქეებს იმ დახმარებისთვის, რომელიც მათ იქნა დონბასის ჩასულ ადამიანებს აღმოუჩინეს.

“ამ დღეებში რუს ხალხთან ვართ. მე, როგორც სახელმწიფოს მეთაური, აფხაზეთის რესპუბლიკის მთელი ხელმძღვანელობა და ჩვენი მრავალეროვნული ხალხი, სრულად ვუჭერთ მხარს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინს”, – განაცხადა ბჟანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები