ლარი გამყარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 12 მარტს ერთი ამერიკული დოლარი 3.2308 ლარი ეღირება, ევრო – 3.5487 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.2278 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.3189 ლარი ღირდა, ევრო – 3.6607 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.3644 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 12 მარტისთვის ამოქმედდება.