პაპუაშვილი: პირველი ამოცანა არის ომის შეჩერება და ზეწოლის ინსტრუმენტები სწორედ მსოფლიო თანამეგობრობას გააჩნია
არაფერი არ ამართლებს ომს! პირველი ამოცანა არის ომის შეჩერება და ეს რამენაირად უნდა მოახერხოს მსოფლიო თანამეგობრობამ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო უკრაინის დასახმარებლათ ყველა ხელთ არსებულ რესურსს იყენებს.
„ყველა თანხმდება, რომ ნომერ პირველი ამოცანა არის ომის შეჩერება. ჩვენ ვხედავთ ტრაგიკულ სურათებს უკრაინიდან. არაფერი არ ამართლებს ომს! პირველი ამოცანა არის ომის შეჩერება და ეს რამენაირად უნდა მოახერხოს მსოფლიო თანამეგობრობამ. ზეწოლის ინსტრუმენტები სწორედ მსოფლიო თანამეგობრობას გააჩნია. ჩვენ, საქართველოს რაც შეგვეხება, ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს ვიყენებთ და უპირველეს ყოვლისა ეს გახლავთ საერთაშორისო პლატფორმებზე ჩვენი ხმით სხვადასხვა გადაწყვეტილებების მხარდაჭერა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.