რუსმა ოკუპანტებმა კიევიდან 60 კილომეტრის დაშორებით მდებარე დასახლება ბარიშევკა დაბომბეს.
ამის შესახებ კიევის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლექსი კულებამ Telegram-ში დაწერა.
მისი ინფორმაციით, იერიში “ისკანდერით” განხორციელდა.
კულებას თქმით, სარაკეტო დარტყმის შედეგად, მთლიანად განადგურდა 5 კორპუსი, ასევე ნაწილობრივ დაზიანდა 10 კერძო სახლი.
„წინასწარი მონაცემით, დარტყმის შედეგად მსხვერპლი არ არის, თუმცა ინფორმაცია ზუსტდება”,- წერს კულება.
დღეს დილიდან რუსმა სამხედროებმა სარაკეტო იერიშები მიიტანეს ლუცკზე, დნეპრსა და ივანო-ფრანკოვსკიზე.