ნიკოლოზ სამხარაძე: ჰააგის სასამართლომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების სამ წარმომადგენელზე დაპატიმრების ორდერი გასცა – საქართველო გაიმარჯვებს
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე სოციალურ ქსელში ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმად, პროკურორმა ოკუპირებული ცხინვალის სამი მაღალჩინოსნის დაკავების ორდერი გასცა.
„საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების სამ წარმომადგენელზე, 2008 წლის ომში ჩადენილი დანაშაულისთვის, დაპატიმრების ორდერი გასცა. საქართველო გაიმარჯვებს“, – წერს ნიკოლოზ სამხარაძე.
International Criminal Court has just issued arrest warrant for three "south Ossetian" de-factos for crimes committed in 2008 war. Georgia wins. https://t.co/uGLeterjQZ
— Nikoloz Samkharadze (@Samkharadze79) March 10, 2022