„უკრაინელი სასულიერო პირები ლოცულობენ, რუსეთი არ შეჩერდეს“, – მოსკოვის ეკლესიის დეკანოზი

მოსკოვის საპატრიარქოს საბჭოს წევრი, ანდრეი ნოვიკოვი უკრაინის მოვლენებს აფასებს და რუსეთის ხელისუფლების ქმედებას “მართებულს” უწოდებს.

სასულიერო პირი მიიჩნევს, რომ უკრაინის რიგითი მოსახლეობა დღეს ტეროტის ქვეშ იმყოფება. ადამიანებს აიძულებენ, უარი თქვან საკუთარ რწმენაზე, მათ უკრძალავენ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის ეკლესიებში ხსენებას. „ადამიანებს მასიურად ემუქრებიან და მათგან ამას მკაცრად მოითხოვენ“, – ამბობს დეკანოზი.

ის ამბობს, რომ დღეს უკრაინაში მოღვაწე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელ-მონაზონთა, სასულიერო პირთა დიდი ნაწილი კრემლის სპეცოპერაციას დადებითად აფასებს.

„ისინი ხომ მრავალი წელია, ნაციონალისტებისგან დევნას განიცდიან და ცხადია, შიშობენ, რომ მათი შურისძიების მსხვერპლი გახდებიან“, – ამბობს ის.

„სამწუხაროდ, ეპისკოპოსებს შორის არიან ისინიც, ვინც ფიქრობენ, რომ უკრაინის ხელისუფლებას კოჭს გაუგორებენ, ამ გზით კი თავს გადაირჩენენ და რაღაც ბონუსებს მიიღებენ…თუმცა, ასეთი სასულიერო პირი დღეს მაინც ცოტაა. უფრო დიდი ნაწილი ნაციონალისტების ქმედებების გამო დღეს შეშფოთებულია და მოსკოვის პატრიარქს თავიანთ წერილებში ერთგულებას აღუთქვამენ.
ისინი რუსეთის გამარჯვებას ელიან და ლოცულობენ, რომ კრემლი არ გაჩერდეს, რადგან, სხვა შემთხვევაში, მათ ყველას განადგურება ემუქრებათ… ასეთი ხალხი უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში ძალიან ბევრია“, – აღნიშნა ანდრეი ნოვიკოვმა.

დეკანოზი ანდრეი ნოვიკოვი წარმოშობით ოდესიდან არის. 2014 წლის აპრილამდე ის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ოდესის ეპარქიის მდივანი იყო, ამჟამად კი, მოსკოვის სამების ტაძრის წინამძღოლია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები