გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთზე ტრაილერების მოძრაობა აკრძალულია
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 მონაკვეთზე ტრაილერების მოძრაობა აკრძალულია, -ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.