გია გაბრიჭიძე: ის ხალხი, ვინც ფაქტობრივად მთელი ენერგეტიკული რესურსი და სტრატეგიული საწარმოები რუსეთს დაუკანონა, ხელისუფლებას აბრალებს რუსული ფულის ლობირებას
ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს იმ რუსული კომპანიების სიას, რომლებიც სააკაშვილმა თავისი მმართველობის პერიოდში რუსეთს მიჰყიდა და წერს – „აქვს სუნი ფულს “პატივცემულო” ნაცებო. აქვს და განსაკუთრებით იმ ბინძურ ფულს, რაც თქვენ ქართველი ხალხის ყვლეფით იშოვეთ. გჯეროდეთ რომ პასუხი ყველას მოგეკითხებათ“
„მოდით ვნახოთ რომელი კომპანიების ფულის სუნი ვერ იგრძნეს ნაციონალებმა: ენგურჰესი – რუსული კომპანია „რაოესი“; ჟინვალჰესი – რუსული კომპანია „რაოესი“;
რიონჰესი – რუსული კომპანია „ენერჯი ინვესტი“; დასავლეთ საქართველოს ყველა ჰესი – რუსული კომპანია „ენერგო პრო“; აღმოსავლეთ საქართველოს ჰესების უმრავლესობა – რუსული კომპანია „რაოესი“; “ყაზტრანსგაზ თბილისი – რუსული კომპანია „გაზპრომი“; გაზ.კომპანია „იტერა“ – რუსული კომპანია „გაზპრომის“ შვილობილი კომპანია; შავ ზღვაში ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ფირმა „ალექსი“ – რუსული კომპანია „გაზპრომის“ შვილობილი კომპანია;
გარდაბნის ენერგო საწარმოები და მაღალი ძაბვის გადამცემი 500 კილოვატიანი ხაზები – რუსული კომპანია „ინტერ რაო“; „მადნეული“ და “კვარციტი” – რუსული კომპანია „პრომიშლენ ინვესტი“;
საბორნე გადაზიდვები ფოთიდან და ბათუმიდან „რუსეთის რკინიგზა“;
კომპანია „ბილაინი“ – რუსული კომპანია; „აზოტი“ – რუსული კომპანია „პრომიშლენ ინვესტი“;
„გაერთიანებული ქართული ბანკი“ – რუსული კომპანია „ვითიბი“; თბილისის წყალი – რუსული კომპანია„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“.
…და კიდევ უამრავი კომპანია, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის დროს შემოვიდნენ საქართველოში. ერთად-ერთი რაც მახსოვს იყო “ტრამპ-ტაუერის” აშენების მცდელობა, რაშიც საქართველოს თუ არ ვცდები 250 მილიონი დოლარი უნდა გადაეხადა სახელის გამოყენებისთვის. თავად ტრამპი არაფრის აშენებას არ აპირებდა, უბრალოდ სახელის გამოყენების უფლებას იძლეოდა. და დღეს ის ხალხი, ვინც ფაქტობრივად მთელი ენერგეტიკული რესურსი და სტრატეგიული საწარმოები რუსეთს დაუკანონა, ხელისუფლებას აბრალებს რუსული ფულის ლობირებას. აქვს სუნი ფულს “პატივცემულო” ნაცებო. აქვს და განსაკუთრებით იმ ბინძურ ფულს, რაც თქვენ ქართველი ხალხის ყვლეფით იშოვეთ. გჯეროდეთ რომ პასუხი ყველას მოგეკითხებათ”- წერს გია გაბრიჭიძე.