ლევან ნიკოლეიშვილი ხატია დეკანოიძეზე – ვინმეს სჯერა, რომ მან არ იცის რას და რატომ ლაპარაკობს?!
ერთი ქვეყანა თავს იცავს მეორე ქვეყნისგან, და შენ მათ უცხადებ, რომ შენი ქვეყნის ხელისუფლება მის მოწინააღმდეგეს ეხმარება იარაღის შექმნაში, რომ რაც შეიძლება მეტი უკრაინელი დაიხოცოს! და ამას აკეთებს საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, მერე რა რომ ოპოზიციიდან არის, მაშინ გამოვაცხადოთ, თუ ოპოზიციაში ვინმე, ამას თუ ემატება პარლამენტის წევრობა რაც არ უნდა გააკეთოს,მათ შორის ასეთი ანტისახელმწიფოებრივი საქმეც კი ხელშეუხებელია! – წერს ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი ხატია დეკანოიძის განცხადებაძე.
როგორც ანალიტიკოსი წერს, სასწრაფოდ არის დასაბარებელიც, დასაკითხიც შესაბამის სტრუქტურებში, და უფრო მეტიც, საქართველოს პარლამენტში მის ადგილი არ უნდა იყოს !
„აი, რატომ გავიძახი დეზინფორმაციის გავრცელება და ცილისწამება, კანონით უნდა იყოს დასჯადი !
ეს ქალბატონი, თვის დროზე სააკაშვილის მსგავსად საქართველოზე მოქალაქეობაზე უარის მთქმელი, რათა უკრაინაში თანამდებობა მიეღო, ისე თანამდებობასაც გააჩნია, არა-უკრაინის პოლიციის უფროსი, მანამდე უკრაინის მთავრობამ ხატია დეკანოიძე მართლმსაჯულების, სამართალდამცავი და ანტიკორუფციული რეფორმების ექსპერტად მიიწვია. მანამდე კი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, 2007 წლის მაისიდან 2012 წლის მაისამდე იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი. დღეს კი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი და პარლამენტის წევრი. ვინმეს სჯერა, რომ მან არ იცის რას და რატომ ლაპარაკობს?! თუ უბრალოდ დააბრეხვა, მეომარ უკრაინის ტელევიზიასთან, რომ საქართველოს ხელისუფლება ეძებს ხვრელებს, რომ რუსეთის ხელისუფლებას დაეხმაროს იარაღის შექმნაშიო! არა, არის ეროვნებათშორის შუღლის გაღვივება. ერთი ქვეყანა თავს იცავს მეორე ქვეყნისგან, და შენ მათ უცხადებ, რომ შენი ქვეყნის ხელისუფლება მის მოწინააღმდეგეს ეხმარება იარაღის შექმნაში, რომ რაც შეიძლება მეტი უკრაინელი დაიხოცოს! და ამას აკეთებს საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, მერე რა რომ ოპოზიციიდან არის, მაშინ გამოვაცხადოთ, თუ ოპოზიციაში ვინმე, ამას თუ ემატება პარლამენტის წევრობა რაც არ უნდა გააკეთოს,მათ შორის ასეთი ანტისახელმწიფოებრივი საქმეც კი ხელშეუხებელია!
სასწრაფოდ არის დასაბარებელიც, დასაკითხიც შესაბამის სტრუქტურებში, და უფრო მეტიც, საქართველოს პარლამენტში მის ადგილი არ უნდა იყოს !
სხვათა შორის კატეგორიული კითხვა მაქვს აშშ-ს და ევროკავშირის ელჩებთან, თქვენთან, თქვენს ქვეყნებში ასეთი საქციელის თუ უსაქციელობის გამო, რა ღონისძიებები იქნებოდა გატარებული?“ – წერს ნიკოლეიშვილი facebook – ზე.