გია გაბრიჭიძე: ხატია დეკანოიძეს თუ ჰგონია, რომ უკრაინის შესაბამის სამსახურებთან ან ნაცების “ქსივა”, ან ლომჯარიას შეშფოთება გაჭრის, ძალიან ცდება

„ამათ ენას ძვალი და შუბლს ძარღვი არა აქვს. გასაგებია, რომ იმდენად გაუჯდათ სისხლში ხელისუფლებაში დაბრუნების იდეაფიქსი, რომ საქართველოს წინააღმდეგ მანიაკალურ მტრობაში გადაუვიდათ,“- წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე ხატია დეკანოიძის განცხადებაზე.

მისი თქმით საქართველოს გაუჩნდება დამატებითი პრობლემა მისი მოქალაქის მიერ ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო.

„გასაგებია რომ ამათ ენას ძვალი და შუბლს ძარღვი არა აქვს. გასაგებია, რომ იმდენად გაუჯდათ სისხლში ხელისუფლებაში დაბრუნების იდეაფიქსი, რომ საქართველოს წინააღმდეგ მანიაკალურ მტრობაში გადაუვიდათ. ქალბატონი, რომელიც იყო პოლიციის აკადემიის ხელმძღვანელი, რომელიც იყო უკრაინის პოლიციის მაღალჩინოსანი უნდა ხვდებოდეს, რომ ვთქვათ და დასავლეთმა დაიჯერა ის სისულელე, რასაც უკრაინელ ნოდარიკოსთან როშავს და რეალურად მოსთხოვა აჩვენოს ის “ხვრელები” საიდანაც საქართველოს ხელისუფლება ვითომდა პუტინს უკრაინელების განადგურების იარაღის შექმნაში ეხმარება, მერე რას აპირებს? მას თუ ჰგონია, რომ იქაურ შესაბამის სამსახურებთან ან ნაცების ქსივა, ან ლომჯარიას შეშფოთება გაჭრის, ძალიან ცდება. უბრალოდ საქართველოს გაუჩნდება დამატებითი პრობლემა მისი მოქალაქის მიერ ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო. პრინციპში იქნებ მასაც ეს უნდა?“- წერს გაბრიჭიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები