დავით ქართველიშვილი: სააკაშვილის და ნაყოფიას მიდგომა რუსეთთან და მის ბიზნეს აქტივებთან არ შეცვლილა არც ოკუპაციამდე, არც ოკუპაციის შემდეგ

„ვისაც მოგენატრათ, თან რუსეთის პროპაგანდისტული არხი შეგახსენოთ, თან ამ არხის მიერ გაპიარებული სააკაშვილიც. გადაცემა 2020 წელს შედგა, თუმცა აქაც – სააკაშვილი თავის აღფრთოვანებას ვერ მალავს რუსეთში ბიზნესის დონით, რეფორმირების მიმდინარეობით – აი იმ რუსეთის, რომელიც დღე-დღეზე უნდა დაიშალოს. ხოლო რაც შეეხება მის მშობლიურ უკრაინას – რუსეთთან შედარებით, სააკაშვილმა ის მიწასთან გაასწორა. ის უკრაინა – რომლის რეფორმებს თავად ხელმძღვანელობს დღემდე,“- ამის შესახებ ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„საქართველოში სავსებით ლოგიკურად, მაუწყებლობა შეუწყდა რუსეთის პროპაგანდისტულ ტელევიზიებს, თუმცა რად გინდა – მათი ადგილობრივი ფილიალები საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ თავს. დღეს ერთ-ერთმა მათგანმა თავის გამრუდებული და გაუკუღმართებული ლოგიკით – სააკაშვილის მიერ საქართველოში შემოყვანილი რუსული კომპანიების საქმიანობა – მოქმედ ხელისუფლებას გადააბრალა.

მათ შორის ნახსენები იქნა “ბილაინი”, “ბორჯომი”, “არ-ემ-ჯი გოლდი”…ამასთან დაკავშირებით, მინდა ერთი გასროლით ორი კურდღელი მოვკლა – ვისაც მოგენატრათ, თან რუსეთის პროპაგანდისტული არხი შეგახსენოთ, თან ამ არხის მიერ გაპიარებული სააკაშვილიც. გადაცემა 2020 წელს შედგა, თუმცა აქაც – სააკაშვილი თავის აღფრთოვანებას ვერ მალავს რუსეთში ბიზნესის დონით, რეფორმირების მიმდინარეობით – აი იმ რუსეთის, რომელიც დღე-დღეზე უნდა დაიშალოს. ხოლო რაც შეეხება მის მშობლიურ უკრაინას – რუსეთთან შედარებით, სააკაშვილმა ის მიწასთან გაასწორა. ის უკრაინა – რომლის რეფორმებს თავად ხელმძღვანელობს დღემდე.

სააკაშვილის და ნაყოფიას მიდგომა რუსეთთან და მის ბიზნეს/აქტივებთან არ შეცვლილა არც ოკუპაციამდე, არც ოკუპაციის შემდეგ – რასაცს პირადად შეუწყვეს ხელი. მათზე შეყვარებულ ფანატიკოსებს კი წინ საინტერესო და მონატრებული ვიდეო/სიამოვნება ელით,“- წერს ქართველიშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები