გორიდან უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის ნაწილი ხვალ გაიგზავნება

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, პრემიერის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა.

ტვირთი უკრაინაში ხვალ გაიგზავნება.

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სარეზერვო ფონდიდან, ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, პირველადი სამედიცინო დახმარების ნივთები შეიძინა.

გორის მერიის შენობაში უკვე რამოდენიმე დღეა გროვდება უკრაინაში გასაგზავნი ჰუმანიტარული ტვირთი.

უკრაინის დასახმარებლად სპეციალურად გახსნილ შტაბში ნებისმიერ მოქალაქეს თბილი ტანსაცმლის, არამალფუჭებადი პროდუქტისა და ჰიგიენის საშუალებების მოტანა შეუძლია.

გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან შექმნილ საგანგებო შტაბში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ტვირთის შეგროვება გრძელდება, რომელიც ეტაპობრივად გაიგზავნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები