მარტვილიდან ჰუმანიტარული დახმარების პირველი ტვირთი გაიგზავნა

მარტვილის მუნიციპალიტეტიდან, ჰუმანიტარული დახმარების პირველი ტვირთი უკრაინაში გასაგზავნად მზად არის.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად შეგროვილი ტვირთი უკრაინაში ხვალ გაიგზავნება.

მოწოდებული პროდუქცია შეიფუთა და სატვირთო მანქანაში მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და აიპების მოხალისეთა ჩართულობით განთავსდა.

ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები