რეგიონებიდან შეგროვებული 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინაში ხვალ გაიგზავნება
პრემიერის გადაწყვეტილებით და მუნიციპალიტეტების ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა.
რეგიონებიდან სხვადასხვა სახის საკვები და ჰუმანიტარული დახმარების ნივთები მოაგროვეს. პროცესში აქტიურადაა ჩართული სამოქალაქო სექტორიც. ტვირთი უკრაინაში ხვალ გაიგზავნება. უკრაინის დასახმარებლად დაწყებული კამპანია გაგრძელდება.
„სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით 100 ტონა ტვირთია შეგროვებული. იგი მოიცავს როგორც სამედიცინო მედიკამენტებს, პირველად სამედიცინო საშუალებებს, ბავშვთა კვებას, ჰიგიენურ საშუალებებს და 30 დასახელების სხვა პროდუქტებს“, – განაცხადა საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მერაბ გამყრელიძემ.