რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთიდან უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მობილიზებული ჰუმანიტარული ტვირთი დასავლეთის პუნქტში გაიგზავნა

პრემიერის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა. ტვირთი უკრაინაში ხვალ გაიგზავნება.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების პროცესში, რწმუნებულის ადმინისტრაციასა და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან ერთად, ჩართულია რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი, აგრეთვე კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების ერთობლივი ძალისხმევით, 4 ტონამდე პირველადი მოხმარების ნივთებისა და საკვები პროდუქტების შეძენა განხორციელდა.
უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ტვირთის შეგროვების პროცესი კვლავ გრძელდება და მასში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები