ჩხოროწყუს მერია: უკრაინაში გასაგზავნი ჰუმანიტარული ტვირთი მზად არის
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ჰუმანიტარული დახმარების პირველი ტვირთი უკრაინაში გასაგზავნად მზად არის. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, აქციაში მერიის თანამშრომლებთან ერთად ჩართულები იყვნენ ა(ა)იპ-ებისა და ფრაქცია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა.
“პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად შეგროვებული ტვირთი უკრაინაში ხვალ გაიგზავნება.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის აქციის თითოეულ მონაწილეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.