დავით ზალკალიანი: მკაცრად ვგმობთ ამ ლაჩრულ თავდასხმას დაუცველ და უდანაშაულო მოქალაქეებზე – რუსული აგრესია უნდა შეწყდეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი მარიუპოლის ბავშვთა საავადმყოფოსა და სამშობიაროს დაბომბვას “ტვიტერზე” გამოეხმაურა.

მისი თქმით, რუსული აგრესია უნდა შეწყდეს.

„არაფერია იმაზე გამანადგურებელი, ვიდრე იმის მოსმენა, თუ როგორ ბარბაროსულად დაიბომბა გუშინ მარიუპოლის სამშობიარო და ბავშვთა საავადმყოფო. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ და მკაცრად ვგმობთ ამ ლაჩრულ თავდასხმას დაუცველ, უდანაშაულო მოქალაქეებზე. ეს სამარცხვინო ხოცვა დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს. რუსული აგრესია უნდა შეწყდეს“, – წერს დავით ზალკალიანი.

მარიუპოლის საავადმყოფოს დაბომბვას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 1 ბავშვია, 17 ადამიანი კი დაიჭრა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები