მეკითხებით, ვგეგმავთ თუ არა სხვა ქვეყნებზე თავდასხმას? ჩვენ არ ვგეგმავთ სხვა ქვეყნებზე თავდასხმას. ჩვენ არც უკრაინას დავსხმივართ თავს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“მეკითხებით, ვგეგმავთ თუ არა სხვა ქვეყნებზე თავდასხმას? ჩვენ არ ვგეგმავთ სხვა ქვეყნებზე თავდასხმას. ჩვენ არც უკრაინას არ დავსხმივართ თავს.
ჩვენ არაერთხელ ავხსენით: უკრაინაში შეიქმნა სიტუაცია, რომელიც პირდაპირ საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას“, – განაცხადა ლავროვმა.
რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა ანტალიაში დღეს გაიმართა. თურქული მედიის ცნობით, შეხვედრა ნახევარ საათსაც არ გაგრძელდა.