თენგიზ ცერცვაძე: ამ ეტაპზე ეპიდსიტუაცია დასტაბილურდა, მაგრამ თვითდამშვიდებას არ უნდა მივეცეთ
თბილისის ინფექციური პათოლოგიის კლინიკის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში ეპიდსიტუაცია დასტაბილურდა, თუმცა, მსოფლიო ტენდენციის გათვალისწინებით, სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ.
“ამ ეტაპზე, ეპიდსიტუაცია დასტაბილურდა, რაც კარგია, მაგრამ არ უნდა მივეცეთ თვითდამშვიდებას, რომ ყველაფერი დამთავრდა. მსოფლიოში გრძელდება პანდემიის შესწავლა და ცვალებადი დინამიკა არის. ზოგან იმატებს, ზოგან იკლებს. ამიტომ, ფრთხილად უნდა ვიყოთ”, – განაცხადა ცერცვაძემ.
მისი თქმით, პირბადეების ტარება და ვაქცინაციის მაჩვენებლის გაზრდა კვლავ უმთავრესია.
“პირველ ყოვლისა, ეს უნდა გამოიხატოს იმაში, რომ ვატაროთ პირბადეები და მეორე, როგორმე, უნდა გავზარდოთ ვაქცინაციის მოცულობა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.