ბორის ჯონსონი: პუტინს მისი საშინელი დანაშაულებებისთვის პასუხს ვაგებინებთ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ – მინისტრი, ბორის ჯონსონი რუსი ოკუპანტების მიერ მარიუპოლის ცენტრში მდებარე სამშობიარო სახლისა და ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გავრცელებული განცხადებით გამოეხმაურა.

მან რუსეთის ხელისუფლება მკაცრად გააკრიტიკა და აღნიშნული ქმედების გამო პასუხისმგებლობა ვლადიმერ პუტინს დააკისრა.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, მარიუპოლის ცენტრში მდებარე სამშობიარო სახლისა და ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები