“ლელოს” ლიდერები სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ

“ლელოს“ ლიდერები საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ანა ნაცვლიშვილი და სალომე სამადაშვილი იმყოფებოდნენ.

მამუკა ხაზარაძის თქმით, საუბრის მთავარი თემა ევროკავშირში გაწევრიანება იყო.

„ყურადღება კონცენტრირებულია უკრაინის პრობლემებზე, მაგრამ ჩვენი საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო, როგორ უნდა დავიწყოთ ეს პროცესი, რომ ყველა პოლიტიკური ძალა შეუერთდეს იმ რეფორმებს, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, რათა გავხდეთ ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები