ნიკოლოზ სამხარაძე მარკ კლეიტონს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მარკ კლეიტონს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, საუბრის მთავარ თემას უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები წარმოადგენდა. შეხვედრისას, დიპლომატმა როგორც უკრაინის დასახმარებლად, ასევე, რუსეთის შესაჩერებლად ბრიტანეთის მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა მათ შორის, ყურადღება გაამახვილა იმ სანქციებზე, რომელიც ამოქმედებული აქვს დიდ ბრიტანეთს. „ვისაუბრეთ ასევე იმაზე, თუ რა გავლენა აქვს რუსეთ-უკრაინის ომს საქართველოზე. ელჩს მივაწოდეთ ჩვენი ხედვა, თუ რამდენად დიდ საფრთხეს უქმნის ეს ომი საქართველოს უსაფრთხოებას და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. ჩვენი ეს ხედვა ელჩის მხრიდან გაზიარებული იქნა.

შევთანხმდით, რომ გვექნება მუდმივი კავშირი და გავცვლით ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს როგორც საქართველო, ასევე, დიდი ბრიტანეთი”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. შეხვედრისას მხარეებმა ასევე ისაუბრეს მიმდინარე წლის აპრილში დიდი ბრიტანეთის პარლამენტიდან საქართველოში დაგეგმილ მეგობრობის ჯგუფის ვიზიტზე. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები