ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი არ დაუშვებს, რომ ესკალაცია უკრაინის ფარგლებს გარეთ გავრცელდეს.
სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა, უკრაინაზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა შეწყვიტოს.
„ჩვენი პასუხისმგებლობაა, უზრუნველვყოთ, რომ კონფლიქტი არ გამწვავდეს და უკრაინის ფარგლებს გარეთ არ გავრცელდეს “, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსი თავის მოკავშირეებს დაიცავს.
„ჩვენ დავიცავთ მოკავშირე ქვეყნების ტერიტორიის თითოეულ კვადრატულ სანტიმეტრს იმ შემთხვევაში, თუ კონფლიქტი ნატო-ს წევრ ქვეყნებზე გავრცელდება“, – დასძინა სტოლტენბერგმა.