ბრიტანული ნავთობისა და გაზის კომპანია – Shell რუსული ნედლეულის შესყიდვებზე უარს აცხადებს.
კომპანიამ რუსული ნავთობის ბოლო პარტია გასული კვირის ბოლოს შეიძინა, სხვა ალტერნატივის არარსებობის მოტივით, რის გამოც უკრაინის ხელისუფლების კრიტიკა დაიმსახურა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ კომპანია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ “რუსულ ნავთობს უკრაინელების სისხლის სუნი აქვს”.
აღსანიშნავია, რომ დასავლეთის ქვეყნებს რუსული ნავთობის იმპორტზე სანქციები ჯერ არ დაუწესებიათ, იმის შიშით, რომ შეზღუდვები მთელს მსოფლიოში ნედლეულზე ფასების ზრდას გამოიწვევს. თუმცა, აშშ და ევროკავშირი მსგავსი ტიპის შეზღუდვებს განიხილავენ.